ახალი ამბები

დარჩიაშვილი ახალაიას პოლიტპატიმარს უწოდებს

7 ნოემბერი, 2012 •
დარჩიაშვილი ახალაიას პოლიტპატიმარს უწოდებს

დარჩიაშვილის განცხადებით, ახალაიას დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა:

 

„ფიცი მწამს და ბოლო ნამდვილად მაკვირვებს, რასაც ჩვენ ვხედავთ და რასაც არ უნდა იფიცებოდეთ, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. შეურაცხყოფის გამო აკავებთ ადამიანს, რომელიც ჩამოვიდა იმისთვის, რომ ყველა კითხვას პასუხი გასცეს. ასეთი შედარების გამო თუ აკავებთ ადამიანს, მაშინ უნდა გამოვიყენოთ შედარებითი მომენტი.

 

გუშინ ვიგებთ, რომ ჩვენი საერთო კოლეგა უმრავლესობიდან ბატონი ხაბელოვი შეურაცხყოფას აყენებს აპარატის ყოფილ თანამშრომელს, იქნებ ამაზეც გააკეთოთ ანალოგიური განცხადებები”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების ბრალდებით დააკავეს გუშინ, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ. გუშინვე რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელის გიორგი მახათაძის ინტერვიუ, რომელშიც აღნიშნავდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი მის დათხოვნას პოლიტიკური ნიშნით მოითხოვდა და მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი