„არასამთავრობოები ხატიკსაცსაც უჭერდნენ მხარს, ისიც იყო დაყენებული თვის დროზე, უბრალოდ იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოებრივ დონეზე განიხილებოდა, იქ მოხსნა თავისი კანდიდატურა, მაგრამ ეს რეალურად იგივე არ არის, რაც პარლამენტში განხილვა, აქ ვერ მოხსნის. ჩვენ არ ვართ ვალდებული გავითვალისწინოთ ამა თუ იმ მოქალაქის და სხვების მოსაზრება“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
პარლამენტარ ზვიად ძიძიგურის მოსაზრებით, ძალიან კარგია, როცა არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ, თუმცა იგი აღნიშნავს, რომ კანდიდატი ბევრია, ადგილი კი – ერთი.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის პოზიციას, დეპუტატი გოგა ხაჩიძე განმარტავს, რომ კანდიდატურები სწრაფად იცვლება და ძნელია თვალყური მიადევნო:
„ამაზე ვიმსჯელებთ ფრაქციაში და გვექნება საერთო პოზიცია“.
შეგახსენებთ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ ისინი სახალხო დამცველის პოსტზე დაუჭერენ მხარს ნინა ხატისკაცს.
საქართველოს პარლამენტს მანამდე არაერთმა არასამთავრობო ორანიზაციამ და ჯგუფებმა მიმართეს ამ პოსტზე სხვადასხვა კანდიდატურების განხილვის თხოვნით. ესენი არიან: თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია, ნათია იმნაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გელა ნიკოლაიშვილი, უჩა ნანუაშვილი. თავად ნინა ხატისკაცი, რომელმაც ასევე მიიღო სახალხო დამცველის პოსტზე შთავაზება “ქართული ოცნებიდან”, რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ უარი თქვა ამაზე, რადგან მხარს უჭერდა თამარ გურჩიანის კანდიდატურას. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ პარლამენტში თამარ გურჩიანის კანდიდატურის განხილვის საკითხი არ დადგება.