პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა იმ უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატებს, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაინიშნენ მაღალ თანამდებობებზე.
ესენი არიან: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, კულტურის მინისტრი მირიანე ოდიშარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, შს მინისტრის მოადგილე გელა ხვედელიძე, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, შს მინისტრის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ 85 ადგილი მოიპოვა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ”, აქედან 13 დეპუტატს დღეს შეუწყდა უფლებამოსილება. მათ ადგილომონაცვლეებს პარლამენტი მომდევნო პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.