“ახალაია ვერანაირად ვერ იქნება დადიანი და ნუ გამოიყვანთ ისე, თითქოს ავიდა არარატის მთაზე, თავისი ფეხით ჩავიდა და თაფლი წაისვა. ბაჩო ახალაია იმიტომ დაბრუნდა საქართველოში, რომ ყველაზე უსაფრთხო ადგილი მისთვის არის საქართველო დღეს. არსებობს თვენ მიერ მოგონილი ასეთი ტერმინი – გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არებობს, რომ მას ჩრდილოკავკასიური დიასპორის წარმომადგენლები ეძებენ ქვეყნის გარეთ გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც მე პირადად არ ვიცი”.
გუბაზ სანიკიძემ მადლობა გადაუხადა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”:
„მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ “ნაცმოძრაობას”. თქვენ ხართ ჩვენი მასწავლებლები, თქვენ ძალიან კარგად გვასწავლეთ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და ასწავლეთ მომავალ ხელისუფლებებსაც, ამიტომ ამ მასწავლობლობისთვის ჩვენ მადლიერი ხალხი ვართ, მადლიერების უნარი გვაქვს, მადლობას გიცხადებთ უმრავლესობის სახელით. ერთი რამე იცოდეთ, ამის გარანტია მიღებული გაქვთ ჩვენგან. ჩვენ არავითარ შემთხვევაში უსამართლობას არ დავუშვებთ ქვეყანაში იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის, არ დაგემსგავსოთ თქვენ“.
შეგახსენებთ, თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მთავარმა პროკურატურამ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავა.