ახალი ამბები

პარლამენტში თურქეთთან და ისრაელთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

6 ნოემბერი, 2012 • 1112
პარლამენტში თურქეთთან და ისრაელთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

დღეს, 6 ნოემბერს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ორი ჩარჩო ხელშეკრულება განიხილეს: საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ლოგისტიკის დარგში განხორციელებული ოქმი და საქართველოს მთვრობასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთახნმების თაობაზე.

 

„მხარი დავუჭირეთ ორ შეთანხმებას. ერთი შეეხება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში დახმარების გაზრდას, მეორე, ეკონომიკურ-ინფრასტრუქტურის და იძულებით გადაადგიელბული პირების დახმარების გაზრდას. სრული კონსესუსი იყო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის ამ საკითხებზე,“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ.

„გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ჩარჩო დოკუმენტები,“ – განაცხადა გივი თარგამაძემ.

მან ასევე კომიტეტის წევრებს უდანაშაულობის პრეზუმპფციის პატივისცემისკენ მოუწოდა:

 

„ჩვენც ვართ მომხრე, რომ შესაბამისმა კომისიებმა შეისწავლონ ყველა ბრალდება, მაგრამ სანამ კომპეტენტური დასკვნები არ დაიდება, პატივი ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმპფციას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი