ახალი ამბები

უმრავლესობა იკვლევს, რა სახსრებით შენდებოდა ქუთაისში პარლამენტი

5 ნოემბერი, 2012 • 1053
უმრავლესობა იკვლევს, რა სახსრებით შენდებოდა ქუთაისში პარლამენტი

„დღეს ჩვენ რომ ექსპლუატაციას ვუწევთ ამ შენობას, ეს უკანონოა და შეიძლება ამისთვის ვიღაცას მოუწიოს პასუხისგება,“- ეს განცხადება ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თვმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.

 

მისივე განმარტებით, პარლამენტის შენობის მშენებლობის დამკვეთი კერძო სამართლის იურიდიული პირია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარ ქონებას გადასცემდა, რომლის რეალიზაციის შემდეგ თანხებს აკუმილირებას უკეთებდა.

 

„ბიუჯეტში ეს თანხები არ შემოდიოდა და ამ თანხებით ხდებოდა არა მარტო პარლამენტის, არამედ სხვა ობიექტების მშენებლობა“.

 

ტყემალაძის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შესაბამისი სამსახურები არ ადასტურებდნენ ამ სამუშაოების ფორმა #2-ს. ექსპერტიზის ბიუროს და ზედამხედველობის სამსახურის ნაცვლად ფორმა #2-ს ქალაქ ქუთისის მერიის წარმომადგენლობა ადასტურებდა.

უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით საგანელიძის თქმით, პარლამენტის აშენების ფინანსური რესურსების წარმომავლობით შესაბამისი სამართლებრივი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

„პარლამენტის ასე ქაოსურად, ასე უაზროდ გადმოტანა იყო მიუღებელი, მით უმეტეს, იმ შენობაში, რომლის თურმე არც პროექტი არსებობს, არც კანონი მის მიღებაზე, არც დამთავრების არანაირი დოკუმენტი და საერთოდ, ისეთი თანხებითაა აშენებული, ალბათ ამით სერიოზულად უნდა დაინტერესდნენ სამართალდამცავები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი