ახალი ამბები

ელენე ხოშტარია ფრაქციის თავმჯდომარე აღარ არის, რატიანი კი გიგი წერეთელმა შეცვალა

6 თებერვალი, 2017 • 1582
ელენე ხოშტარია ფრაქციის თავმჯდომარე აღარ არის, რატიანი კი გიგი წერეთელმა შეცვალა

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს თავმჯდომარეები შეეცვალათ.  “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ელენე ხოშტარია აღარ იქნება. მის ადგილს ოთარ კახიძე დაიკავებს. ხოლო, “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგი წერეთელი გახდა. აქამდე ამ თანამდებობას სერგო რატიანი იკავებდა.

გიგი წერეთლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილებები ჯგუფის შიგნით მიიღეს:

“პარტია ახლა იწყებს აქტიურად მუშაობას და გარკვეული გადაჯგუფებებია. ნაწილი პარლამენტში იქნება უფრო აქტიური, ნაწილი -პარტიაში. შესაბამისად,  გადანაცვლებები მოხდა. ეს ტექნიკური ხასიათის ცვლილებებია. ”

ელენე ხოშტარიას თქმით, გადაწყვეტილება გუნდურია:

“ახალი პარტიის ჩამოყალიბების პროცესი გვაქვს. პარტიული გეგმები ყრილობაზე ჩამოყალიბდება საბოლოოდ, მანამდე ვიმსჯელეთ გუნდმა და გადავწყვიტეთ, რომ ოთარ კახიძე კარგი კანდიდატურაა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტზე.”

საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ ფრაქციებში სულ 20 დეპუტატია.  “ნაციონალური მოძრაობის” გაყოფის შემდეგ პარტია 21-მა დეპუტატმა დატოვა, სწორედ მათ მოიპოვეს საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მათგანმა, დეპუტატმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ფრაქცია დატოვა. ის დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აგრძელებს საქმიანობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი