ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს სააკაშვილთან დაპირისპირებული ჯგუფი მოიპოვებს

12 იანვარი, 2017 • 1739
საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს სააკაშვილთან დაპირისპირებული ჯგუფი მოიპოვებს

“ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული ჯგუფი მოიპოვებს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუ ფრაქციაში გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს, ფრაქცია თავისი მოთხოვნის საფუძველზე იძენს უმცირესობის სტატუსს.

ამჟამად საპარლამენტო უმრავლესობაში 116 დეპუტატი ერთიანდება, ხოლო მის გარეთ 34 დეპუტატია. შესაბამისად, საპარლამენტო უმცირესობის შესაქმნელად 18 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო.

დღეს “ნაციონალური მოძრაობას” პარტიის 21 დეპუტატი გამოეყო, ხოლო პარტიაში სავარაუდოდ 6 დეპუტატი დარჩა. შესაბამისად,  საპარლამენტო უმცირესობის სტატუსს მიხეილ სააკაშვილთან დაპირისპირებული ჯგუფი მოიპოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი