ახალი ამბები

ტყემალაძე: პარლამენტის კეთილმოწყობის დასასრულებლად 17 მილიონი ლარია საჭირო

29 ოქტომბერი, 2012 •
ტყემალაძე: პარლამენტის კეთილმოწყობის დასასრულებლად 17 მილიონი ლარია საჭირო
მისი თქმით, პარლამენტის კეთილმოწყობის დასასრულებლად დაახლოებით 17 მილიონი ლარია საჭირო.

 
„კეთილმოწყობის გარდა, სხვა ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, ამისთვის დამატებით თახნებია საჭირო,“ – განაცხადა ტყემალაძემ.

 
უმრავლესობის წევრებს უჭირთ განაცხადონ, საიდან უნდა იქნას თანხა მოძიებული. ტყემალაძე ასევე განმარტავს, რომ ადგილზე ვერც ხარჯთაღრიცხვა მოიპოვეს და ვერც შენობის პროექტი.

 
პარლამენტარ ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, ეს თემა შესაძლოა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული.

 
„მე დარწმუნებული ვარ, ეს თემა იქნება გამოყენებული ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ კონტროლის პალატამ შეამოწმოს ამ შენობის ხარჯთაღრიცხვის კანონიერება“.

 
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ დეპუტატმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ სანამ უწყებას მოგელაძე ხელმძღვანელობს, არანაირ აუდიტს არ აქვს აზრი.

 
“ჩვენ ჯერ არ შეგვიცვლია ეს სამსახური, იქ ისევ მოგელაძეა და თქვენ თუ ფიქრობთ, ისევ ის სამსახური რაიმე ნორმალურს ჩაატარებს, ვიდრე სერიოზული ცვლილება არ მოხდება, მე ეჭვი მეპარება.”

 
ხვალ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ყოფილი ხელისუფლების წევრებს შეხვდება, რომლებიც პარლამენტის მშენებლობის პროცესში იყვნენ ჩართული, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდება, რა ღონისძიებებს გაატარებს უმრავლესობა.
 
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის 134 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი