ახალი ამბები

არჩილ ხაბაძე აჭარის მთვარობის თავმჯდომარის პოსტზე და მინისტრობის კანდიდატები აჭარაში

28 ოქტომბერი, 2012 •
არჩილ ხაბაძე აჭარის მთვარობის თავმჯდომარის პოსტზე და მინისტრობის კანდიდატები აჭარაში

ბიძინა ივანიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძე დაასახელა. მისი თქმით, არჩევანი ახალგაზრდა კანდიდატ არჩილ ხაბაძეზე შეჩერდა. დასახელდნენ აჭარაში მინისტრების კანდიდატურებიც: ჯანდაცვისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს ჯემალ სურმანიძე უხელმძღვანელებს; სოფლის მეურნეობის სამინისტროს სავარაუდოდ ზაურ ფუტკარაძე ჩაიბარებს; განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის  მომავალ მინისტრად კი გია თავამაიშვილი დასახელდა. 

 

 

 ამ დროსისთვის არ დასახელებულა მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი, ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კონსულტაციები გაგრძელდება.

 

 აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტს უმაღლესი საბჭოს შემდგომ სხდომაზე დაამტკიცებენ, ამ დროისათვის უკვე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ვინაობაც გახდება ცნობილი.

 

 

მედიასთან კომენტარის გაკეთების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი უმაღლესი საბჭოს წევრებს უმცირესობიდან– რობერტ ჩხაიძეს, ეკატერინე თარგამაძესა და პეტრე ზამბახიძეს გაესაუბრა. კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მათთან მომავალში თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. უმცირესობის წევრმა მურმან ბერიძემ მას უპასუხა: „იქნება საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კონსტრუქციულები ვიქნებით თქვენთან, მაგრამ იქნება საკითხები, რომლებზეც განსხვავებული აზრი გვექნება.“  

ბიძინა ივანიშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობა უკვე დატოვა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი