ახალი ამბები

თბილისის მერია: აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის

1 თებერვალი, 2017 • 3715
თბილისის მერია: აეროპორტის მიმართულებით 10 ახალი ავტობუსი ივლის

2 თებერვლიდან სადგურის მოედანიაეროპორტის მიმართულებით (#37) “მანის“ მარკის 10 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ინფორმაციას ამის თაობაზე თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობითვე, აღდგება ღამის რეისებიც – 23 საათიდან დილის 7 საათამდე პერიოდში და პირველ ეტაპზე 30-წუთიანი ინტერვალით სამი ლურჯი ავტობუსი იმუშავებს. მგზავრობის საფასური დღეღამის საათებში ერთნაირი და სტანდარტული,  50 თეთრი იქნება.

,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია, ემსახურება როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე, ტურისტებს. მალე, დედაქალაქის ვიზიტორები აეროპორტის ტერიტორიაზე შეძლებენმეტრომანისბარათების შეძენას, რომლის საშუალებითაც ისინი მგზავრობის საფასურს გადაიხდიან და ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა  მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

N37-იდან გათავისუფლებული საშუალო ტევადობისბოგდანებისხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება: N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება.

თბილისის მერიის ცნობით, შემდეგ ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს.

N51 და 61 მარშრუტებზე, ჯამში, 25 „მანისავტობუსი დადის.

“ეკოლოგიურ-CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ავტობუსების მოწოდება მარტში დასრულდება“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

სულ თბილისი 143 „მანისავტობუსს მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი