სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს, დაზარალებულ მოვაჭრეებს, რომლების ძვირფას ლითონებს შენობის საცავში ინახავდნენ, საკუთარი ნივთების გამოტანის უფლება მისცეს.
დაზარალებულები შენობაში პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების თანხლებით შედიოდნენ. ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის ცნობით, ხანძარმა, რომელიც “ბავშვთა სამყაროში” გაჩნდა 30 იანვარს, 1000-ზე მეტი მოვაჭრე დააზარალა.
გთავაზობთ ნეტგაზეთის ფოტორეპორტაჟს “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიიდან, ხანძრის გაჩენიდან მეორე დღეს:
ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში ხანძრიდან მეორე დღესაც ცეცხლის გავრცელების არაერთი კერა იყო დარჩენილი. დილით საკმაოდ დიდი კვამლი ამოდიოდა შენობის სარდაფიდან, ხოლო რამდენიმე სახანძრო ბრიგადა დღის მეორე ნახევრამდე ცდილობდა კერების სრულ ლიკვიდირებას. მეხანძრე მაშველების გარდა, ადგილზე მობილიზებული იყო ერთი სასწრაფო–სამედიცინო სამსახურის ბრიგადა, ასევე მიმდებარე ტერიტორიას არაერთი სამართალდამცველი აკონტროლებდა. 31.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
დაზარალებული მოვაჭრეები დილის 11:00 საათზე ადგენენ სამოქმედო გეგმას. ისინი არ გამორიცხავდნენ საპროტესტო აქციების დაწყებას. მათი უმეტესობა ტანსაცმლითა, ავეჯითა და სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობდა, ხოლო ხანძარმა მთელი პროდუქცია გაუნადგურა. ისინი უარს ამბობენ მერიის შეთავაზებაზე ბანკებთან შუამავლობასთან დაკავშირებით და აცხადებენ, რომ რამდენი ხანიც არ უნდა გადაუვადონ სესხების დაფარვის თარიღი, მაინც ვერ მოახერხებენ მის გადახდას. 31.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
სახანძრო–სამაშველო სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე 8 ჯგუფი და 80–ზე მეტი მეხანძრე მაშველი მუშაობდა. მეხანძრეები ამ დრომდე იმყოფებიან “ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე. 31.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
დამწვარი “ბავშვთა სამყარო” ხანძრიდან მეორე დღეს. იგეგმება შენობის დემონტაჟი. დაზარალდა 1000–ზე მეტი მოვაჭრე. 31.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
დღის პირველ ნახევარში მეხანძრე მაშველებს, სამართალდამცველებს და მედიას თოვლში უწევდათ მუშაობა. შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასობით დაზარალებული იმყოფებოდა. 31.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
მაშველების ზედამხედველობით დაზარალებულები დილიდან შეჰყავდათ დამწვარ შენობასი განთავსებულ სეიფებთან, საიდანაც მათ საკუთარი ქონება გამოჰქონდათ. ადგილზე ასევე მუშაობდნენ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტები. 31.01.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
ერთ-ერთი დაზარალებულის, თამარ არჩვაძის თქმით, სეიფების გარდა, რამდენიმე სავაჭრო მაგიდაც გადარჩა, სადაც მოვაჭრეთა ოქრო-ვერცხლის ნივთები ინახება. 31.01.2017. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი
“ბავშვთა სამყაროში” დაზარალებულ მოვაჭრეებს, რომელთა ქონებაც შენობის საცავში იყო შენახული, ნივთების შენობიდან გამოტანის საშუალება მისცეს 31.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
“ბავშვთა სამყაროს” შენობაში ხანძრის მცირე კერების ჩაქრობას მეხანძრეები ხანძრის გაჩენიდან მეორე დღის განმავლობაშიც ცდილობდნენ 31.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
მოვაჭრეები, რომელთა ნივთებიც “ბავშვთა სამყაროს” საცავში ინახებოდა, შენობაში მაშველებისა და პოლიციის თანხლებით შეუშვეს 31.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
“ბავშვთა სამყაროში” დაზარალებულ მოვაჭრეებს, რომელთა ქონებაც შენობის საცავში იყო შენახული, ნივთების შენობიდან გამოტანის საშუალება მისცეს 31.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
“ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზიანებული ჭოჭინები 31.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
“ბავშვთა სამყაროს” საცავში შესვლის რიგს დაზარალებულები დილიდან ელოდებიან 31.01.17 ფოტო ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
დაზარალებულები, რომელთა საკუთრებაც, დამწვარი “ბავშვთა სამყაროს” საცავში ინახება, ნივთების გამოსატანად შენობაში ნაწილ-ნაწილ პოლიციისა და მაშველების თანხლებით შეჰყავთ 31.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
“ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზადალებულების ნაწილი, რომლებსაც ნივტები შენობის საცავში ჰქონდათ შენახული. ნივთების გამოტანის საშუალება მისცეს, დანარჩენები საკუთარ რიგს შენობაში შესვლისთვის ამ დრომდე ელოდებიან 31.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში გაჩენილ ხანძარს კერამიკის ნაკეთობა გადაურჩა 31.01.17 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
“ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი, რომელიც მალევე შენობასაც მოედო, 30 იანვარს, დილის საათებში გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში (112-ზე) 30 იანვრის 04:10 საათზე შევიდა შეტყობინება ბავშვთა სამყაროში ხანძრის შესახებ და დაახლოებით 3 წუთში მივიდა პირველი დანაყოფი შემთხვევის ადგილზე.