სამხრეთ კალიფორნიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ რიჯკრესტის სიახლოვეს, 10 კილომენტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისძვრას 159-მდე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.
შედეგად დაზიანდა გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, წყლის მილები და სხვა. მიწისძვრამ ქალაქში ხუთი გაზსადენი დააზიანა, რის გამოც რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.
“ნეტგაზეთი” გთავაზობთ “ევროპის პრესფოტო სააგენტოს” (EPA) მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც მიწისძვრის შედეგებს ასახავს:
