ახალი ამბები

ივანიშვილი: 220–ლარიანი პენსია რეალურია უახლოეს მომავალში

24 ოქტომბერი, 2012 • 1204
ივანიშვილი: 220–ლარიანი პენსია რეალურია უახლოეს მომავალში

“220–ლარიანი პენსია აბსოლუტურად რეალურია უახლოეს მომავალში, თუმცა უფრო შორეულ მომავალში 520 ლარიც გახდება” – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტარ ზურაბ ანჯაფარიძეს, როდესაც უმცირესობის წევრმა მას 220–ლარიან პენსიასთან დაკავშირებით ირაკლი ალასანიას წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა:

 

„თქვენ არ გითქვამთ ვადა, როდის გახდება. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ბატონ ალასანიას და თქვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრებს ასევე თავისუფლად შეეძლოთ ესაუბრათ 520 და 1020–ლარიან პენსიაზე იმიტომ, რომ მე დარწმუნებული ვარ, ოდესმე საქართველოში პენსია 1020 ლარიც გახდება“, – აღნიშნა ზურაბ ანჯაფარიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი