ახალი ამბები

ახალ მთავრობას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

25 ოქტომბერი, 2012 • 1255
ახალ მთავრობას პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

ცნობილია, რომ მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას – “ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის” საპარლამენტო უმცირესობა, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები მხარს არ დაუჭერენ.

 

საქართველოს პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს ახალი პრემიერ-მინისტრი და ამ პოსტზე არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილია წარდგენილი.

 

დღესვე პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს ახალ მინისტრთა კაბინეტს შემდეგი შემადგენლობით:

 

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია;

 

შინაგან საქმეთა მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;

 

იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი;

 

სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში – ალექსი პეტრიაშვილი;

 

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – პაატა ზაქარეიშვილი;

 

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – კოტე სურგულაძე;

 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – გიორგი მარგველაშვილი;

 

გარემოს დაცვის მინისტრი – ხათუნა გოგალაძე;

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – გიორგი კვირიკაშვილი;

 

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – კახა კალაძე;

 

კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი – გურამ ოდიშარია;

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი – დავით დარახველიძე;

 

საგარეო საქმეთა მინისტრი – მაია ფანჯიკიძე;

 

სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით კირვალიძე;

 

ფინანსთა მინისტრი – ნოდარ ხადური;

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – დავით სერგენკო;

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი – სოზარ სუბარი;

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – დავით ნარმანია;

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი – ლევან ყიფიანი;

 

დასაქმების სახელმწიფო მინისტრი – კახა საკანდელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი