ახალი ამბები

კახა ოქრიაშვილს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არ სურს

27 იანვარი, 2017 • 2422
კახა ოქრიაშვილს მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არ სურს

საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ არ უჭერს მხარს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას.

ამ საკითხთან დაკავშრებით საპარლამენტო უმრავლესობაში კონსენსუსი არ არის. ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა შეიცვალოს პროპორციულით, ოღონდ, გარკვეული დათქმების საფუძველზე.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც დღეს, 27 იანვარს საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განიხილავენ.

კახა ოქრიაშვილის არგუმენტაციის თანახმად, რომეელიც მჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეხება, სრულად პროპორციული სისტემა ხელისუფლების სტაბილურიბას ვერ უზრუნველყოფს.

“90-ზე მეტ ქვეყანაში არის სრულად მაჟორიტარული სისტემა, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთში, ბრიტანეთში და ა.შ, 30-ზე მეტ ქვეყანაში არის შერეული სისტემა, როგორიც არის ჩვენთან, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, სინგაპურში და ა.შ, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც ხალხი კარგად ცხოვრეობს. დაახლოებით 70 ქვეყანაში არის  არის პროპორციული სისტემა, ძირითადად, დასავლეთ და ცენტალური ევროპის ქვეყნებში. სადაც არის მაჟორიტატიზმი, ორჯერ მეტია, ვიდრე სადაც არის პროპორციული სისტემები. მაჟორიტარული სისტემა უზრუნველყოფს ხელისუფლების სტაბილურ კონცენტრაციას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად პროპორციულ სისტემებში ხდება ასეთი რამ, რომ გამარჯვებულ პარტიას აქვს 20-25%, ანუ სამი და ოთხი პარტია ვერ ქმნიან კოალიციურ მთავრობას, ან თუ შექმნიან, ძალიან მყიფეა ასეთი ხელისუფლება და მალევე იშლებიან. ამას მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები, ეკონომიკური კრიზისები და ა.შ. აი, საბერძნეთი რა დღეშია? გაკოტრებულია იმიტომ, რომ პროპორციული სისტემა აქვთ,”- განაცადა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალიტებთან საუბრისას.

კახა ოქრიაშვილი უკვე მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრია. ოთხივე შემთხვევაში, იგი მაჟორიტარული სისტემით აირჩიეს.

არასამთავრობო ორგნიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილი მაჟორიტარიული სისტემას არასამართლიანად მიიჩნევს და მის გაუქმებას ემხრობა. მათი განცხადებით, დღევანდელი საარჩევნო სისტემით გამარჯვებულ პარტიას შეუძლია პარლამენტში უფრო მეტი ადგილი დაიკავოს, ვიდრე ეს ამომრჩევლების ხმების პროპორციულად გადანაწილების შემთხვევაში მოხდებოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი