ახალი ამბები

დავით უსუფაშვილი: ქვეყანაში თვისუფლების სიომ დაბერა

21 ოქტომბერი, 2012 • • 1153
დავით უსუფაშვილი: ქვეყანაში თვისუფლების სიომ დაბერა

დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლმენტის დამსხურებაა ის, რომ ქვეყანა მოქმედი კონსტიტუციით ჩადგა ევროპული ქვეყნების რიგში. თუმცა პარლმენტის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მთავარი  მაკონტროლებელი ვერ გახდა: “უნდა ვიქცეთ ამომრჩევლების წრმომადგენლებად და არჩევნების დღით არ დასრულდეს ჩვენი  ურთიერთობა ამომრჩეველთან.”

მისი თქმით, როცა პარლამენტი წყდება მოსახლეობას და საზოგადოებას, ვიღებთ მძიმე შედეგებს: “ეს არ ეხება მხოლოდ წინა მოწვევის პარლამენტს, ეს პრობლემები მანამდეც იყო. როცა საზოგადოებაში ისმება კითხვა, რისთვის გვჭირდება პარლამენტი, ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ეს კითხვა სზოგადოებაში გაქრეს. პარლამენტი უნდა იყოს ის ორგნო, რომელიც ყველზე მეტად არის საჭირო საზოგადოების პოზიციების დასაცავად და გამოსახატად”.

 
უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, უნდა გაძლიერდეს და დაიხვეწოს: “2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების როლი არის ისტორიული და გამორჩეული. არჩევნებიდან სულ 20 დღე გავიდა, მაგრამ სხვა გარემოებების გამო ბევრს გვეჩვენება, რომ უფრო მეტი დროა გასული. კლიმატი შეიცვალა, თავისუფლების სიომ დაბერა ქვეყანაში, ადამიანებს თვალებში შიში აღარ აქვთ”.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2003 წლის “ვარდების რევოლუციად”  წოდებული ისტორიული მოვლენების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანაში პოსტკომუნისტური ეპოქა დასრულდებოდა, დამყარდებოდა კანონის უზენაესობა და საზოგადოებას მიეცემოდა საშუალება, ქვეყანაში კეთილდღეობას დაესადგურებინა: “ეს დიდი იმედგაცრუება იყო მოქალაქეებისთვის. ხელისუფლებამ მაშინ 90%–ზე მეტი მანდატი მიიღო. ეს იგივე ხალხია, რომელმაც პირველ ოქტომბერს სხვა არჩევანი გააკეთა, რადგან თვლიდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს. ვინ არის გამარჯვებული, ვინ – დამარცხებული და ვისი ბრალია, ამაზე სერიოზული დაფიქრება გვჭირდება. ის, რომ პირველ ოქტომბერს საქართველოში შედგა არჩევნები და ეს აღიარებულ იქნა მოსახლეობის, პოლიტიკური ძალების, საერთაშორისო საზოგადოების მიერ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი, მაგრამ მას გამყარება სჭირდება. ჩვენი ამოცანა იქნება, არ გავიმეოროთ წინა ხელისუფლების შეცდომები და მოვახერხოთ, რომ ამ სკამებს არ მივეკეროთ და მათ გარეშე ცხოვრებაც იყოს წარმოდგენადი და შესაძლებელი. ეს პასუხისმგებლობა საზოგადოებამ დაგვაკისრა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი