ახალი ამბები

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები უკვე აირჩიეს

21 ოქტომბერი, 2012 • • 1193
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები უკვე აირჩიეს

კობახიძის გარდა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ზვიად ძიძგური 92 ხმით აირჩიეს, ზურაბ აბაშიძე კი – 90 ხმით.  ზურაბ ტყემალაძემ უარი განაცხადა ვიცე–სპიკერის თანამდებობის დაკავებაზე. 

 

“არ მიმაჩნია 150–იან კაციან პარლამენტში ამდენი ვიცე–სპიკერის არსებობა გამართლებულად, ამით დაიზოგება 150 000 ლარი ყოველწლიურად”, – განაცხადა ტყემალაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ აჭარის ა/რ–ის კვოტით აირჩიეს მურმან დუმბაძე. მას მხარ 81–მა დეპუტატმა დაუჭირა,  უმცირესობის მხრიდან პარლამენტის თამჯდომარის  მოადგილე გიორგი ბარამიძე იქნება.  გიორგი ბარამიძის კანდიდატურას 92 მომხრე და 27 მოწინააღმდეგე აღმოაჩნდა.

 

მერვე მოწვევის პარლამენტში “ქართულ ოცნებას” 85 დეპუტატი ჰყავს, უმცირესობასში მყოფ “ნაციონალურ მოძრაობას” კი–65.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი