ახალი ამბები

ივანიშვილი დარახველიძის საკითხზე არასამთავრობოებთან აპირებს შეხვედრას

21 ოქტომბერი, 2012 • • 1072
ივანიშვილი დარახველიძის საკითხზე არასამთავრობოებთან აპირებს შეხვედრას

“მე უნდა შევხვდე არასამთავრობოებს. როდესაც დარახვლიძე არასამთავრობოების წარმომადგენლებთან ტელევიზიის ეთერით დებატებში შვიდა, თითქოს მან საკმარისი მტკიცებულებები წარმოადგინა, რომ არ ყოფილა მსგავსი გადაცდომები. თუ კითხვები დარჩება, მე მზად ვარ გავაგრძელო კონსულტაციები. ჩემი საბოლოო მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაა და მაქსიმალურად გაუწევ ანგარიშს მათ აზრს”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

 

მისივე განმარტებით, თუ არასამთავრობოების აზრი საფუძვლიანი იქნება, მისი პოლიტიკური გუნდი აუცილებლად გაითვალისწინებს მათ მოსაზრებებს.

 

შეგახსენებთ, რომ ცხრა წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, რასისტული გამონათქვამების გაკეთების გამო გადახედოს მინისტრის თანამდებობაზე დავით დარახველიძის კანდიდატურას და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს კანდიდატების შერჩევისას.

 

არასამთავრობოებმა ივანიშვილს რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადებით მიმართეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი