ახალი ამბები

ძიძიგური: ჩემზეც ამბობდნენ, ქსენოფობიაო [AUDIO]

19 ოქტომბერი, 2012 • 989
ძიძიგური: ჩემზეც ამბობდნენ, ქსენოფობიაო [AUDIO]

“ჩემზეც და სხვებზეც ამბობდნენ, ქსენოფობიაო. ეს იყო შავი პიარი, რომელსაც სერიოზულად აგორებდა ხოლმე ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ დავით დარახველიძის პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია დევნილების მდგომარეობის გამოსწორებასთან დაკავშირებით, ვიდრე ის, თუ საარჩევნო კამპანიის დროს ვინ სად გაბრაზდა და ვინ რა თქვა. მესმის, თქვენ გინდათ ყველაფერი ფილტრში გაატაროთ. ყველა კანდიდატი და ეს ნორმალური მოვლენაა,”- ამბობს ძიძიგური.

 

შეგახსენებთ, რომ ცხრა წამყვანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს, რასისტული გამონათქვამების გაკეთების გამო გადახედოს ლტოლვილთა მინისტრობის თანამდებობაზე დავით დარახველიძის კანდიდატურას და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს კანდიდატების შერჩევისას.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულებებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი