ახალი ამბები

: ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი არ არის

16 ოქტომბერი, 2012 • 974
: ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი არ არის

“აქედან მილიარდნახევარი არის კერძო სამართლის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების, მათ შორის საქართველოს რკინიგზის და შესაბამისად, ამ თანხას, რასაკვირველია, მაგალითად, პენსიების გაცემისთვის ვერ გამოვიყენებთ, რაც შეეხება ბიუჯეტს ის დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარია”, – აღნიშნა ხადურმა.

 

ხადურის განცხადებით, ის უკვე ეცნობა ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას, პირველი პრიორიტეტი კი 2013 წლის ბიუჯეტზე მუშაობის დაწყება იქნება, რადგან ის მთლიანად შესაცვლელია:

 

“ჩვენ გამოვითხოვთ პარლამენტიდან ბიუჯეტს და დავიწყებთ მასზე მუშაობას, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაცია და ჰუმანიზაცია, რომ გადასახადის გადამხდელთა თანხა დაიხარჯოს ეფექტიანად, თითოეულმა გადასახადის გადამხდელმა იცოდეს მათი გადახდილი გადასახადები რაში იხარჯება და ეს იყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ–ერთი ფაქტორი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 

ნოდარ ხადური საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად იყო დასახელებული, დღეს კი კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ის ფინანსთა მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი