ყოფილი პარლამენტარის და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის ვალერი გელბახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 315-ე მუხლით (შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად) 2007 წლის 17 დეკემბერიდან დაიწყო. გელბახიანი 2008 წლიდან იძებნებოდა. ამ მუხლით ჩადენილი დანშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2012 წლის 20 თებერვალს გელბახიანი საქართველო-სომხეთის საზღვარზე მაშინ დააკავეს, როცა ის საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა. საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მან დედის ავადმყოფობის გამო მიიღო.
2012 წლის 21 თებერვალს, თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვალერი გელბახიანი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ყოფილ დეპუტატს 30 დღის ვადაში უნდა გადაეხადა გირაოს თანხა – 50 ათასი ლარი.