“ფინანსთა მინისტრობის ერთ–ერთ კანდიდატთან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ის საზღვარგარეთაა, თუმცა სახელის და გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მინისტრთა კაბინეტი კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 8 ოქტომბერს წარადგინა, თუმცა რამდენიმე მინისტრი ჯერ არჩეული არ არის.
ფინანსთა მინისტრის პოსტის გარდა კვლავ ვაკანტურია: გარემოს დაცვის მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის, ენერგეტიკის მინისტრის, განათლების მინისტრის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობები. მათ უახლოეს დღეებში დაასახელებენ.



![უმრავლესობიდან გასულმა ორმა დეპუტატმა გახარიას კაბინეტს მხარი დაუჭირა [სია]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2019/09/Screen-Shot-2019-09-08-at-18.10.59.png)




