ახალი ამბები

სუბარი: უშიშროების სამინისტროს შექმნა ჯერჯერობით არ იგეგმება

9 ოქტომბერი, 2012 • 1135
სუბარი: უშიშროების სამინისტროს შექმნა ჯერჯერობით არ იგეგმება

“უშიშროების სამინსიტროს შექმნაზე ჯერჯერობით ლაპარაკი არ ყოფილა, თუმცა უშიშროების კომპონენტი არ უნდა შედიოდეს შინაგან საქმეთა სამინსიტროს შემადგენლობაში, ამაში შეთანხმებულები ვართ გუნდში. განცალკევებულ შემთხვევაში რა ფორმით და რა სახით ჩამოყალიბდება აღნიშნული სტრუქტურა, ჯერ უცნობია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარის განცხადებით, დღეს მან მოქმედ მინისტრთან შესახვედრად ვერ მოიცალა, თუმცა ხვალ დაუკავშირდება და შეხვედრას შეათანხმებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი