ახალი ამბები

ალასანია: ავღანეთში ჩვენი შეიარაღებული ძალები მისიის დასრულებამდე დარჩებიან [Video]

8 ოქტომბერი, 2012 • • 926
ალასანია: ავღანეთში ჩვენი შეიარაღებული ძალები მისიის დასრულებამდე დარჩებიან [Video]

ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ალასანია წარადგინა. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მოხდება არა მხოლოდ ბოლო პერიოდის შეცდომების გაანალიზება, არამედ ბოლო 20 წლის მანძილზე დაშვებულ შეცდომების ანალიზი:

 

” ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა უნდა იყოს უმაღლეს დონეზე აყვანილი, ამისთვის საჭიროა ძველი კადრების დაბრუნება, პროფესიონალი სამხედროები უნდა დაუბრუნდნენ შეიარაღებულ ძალებს”.

 

ალასანიას თქმითვე, ავღანეთის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალები მისიის შესრულებამდე დარჩებიან.

 

“ჩვენ ძალიან სწრაფად დავიწყებთ დაგეგმარებას, თუ რა ეტაპზე უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ჯარები ავღანეთიდან. ისინი იქნებიან მანამდე, ვიდრე მისია არ შესრულდება”. -აღნიშნა ალასანიამ.  

 

შეგახსენებთ, რომ ავღანეთს ყველა საბრძოლო დანაყოფი 2014 წლის ბოლოს დატოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი