“თუმცა, ჩვენ მთავრობის ფორმირებას ხელს არ შევუშლით. არჩევნების შედეგები ჩვენთვის გასაგებია. შესაბამისად, ეს მთავრობა ამ შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად”, – განაცხადა გაბაშვილმა.

მთავრობის ახალი კაბინეტის კონკრეტული პირების შეფასებისგან გაბაშვილმა თავი შეიკავა.

“პერსონალიებზე კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა ჩვენ არ ვიქნებით იმ ტიპის ოპოზიცია, რომელიც ვიღაცას კრიჭაში უდგას. დაიწყონ მუშაობა, გაეცნონ სიტუაციას და ამის შემდეგ ყველაფერი გამოჩნდება”, – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გოკა გაბაშვილმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *