ახალი ამბები

კალაძე ინვესტიციების მოსაზიდად პირად კონტაქტებს გამოიყენებს [Video]

8 ოქტომბერი, 2012 • • 925
კალაძე ინვესტიციების მოსაზიდად პირად კონტაქტებს გამოიყენებს [Video]

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა და პრემიერმინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძე რეგიოუალი განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე წარადგინა.  კალაძის განცხადებით, აღნიშნული სფერო მისთვის ახალია. კალაძის თქმითვე, სამინისტროს მიერ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და დღემდე ხორციელდება.

 

“ჩვენ ხელს შევუწყობთ  ამ პროექტების დასრულებას. არის ბევრი რაიონი, სადაც არის წყლის და გაზის პრობლემა და ამ საკითხს აუცილებლად მიეხედება”.

 

კალაძის განცხადებით, ის პირად კონტაქტებსაც გამოიყენებს ინვესტიციების მოსაზიდად. მომავალი მინისტრი არ გეგმავს რადიკალურ ცვლილებებს საკადრო პოლიტიკის კუთხით, თუმცა აღნიშნავს, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდება. 

 

პოლიტიკაში აქტიურად ჩართვამდე კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და საფეხბურთო კლუბ “მილანის” მცველი იყო.

  

მასალების გადაბეჭდვის წესი