ახალი ამბებიეკონომიკა

კონკურენციის სააგენტომ “ჯიპისის” მიერ “ფარმადეპოს” შესყიდვა დასაშვებად მიიჩნია

3 იანვარი, 2017 • 59351
კონკურენციის სააგენტომ “ჯიპისის” მიერ “ფარმადეპოს” შესყიდვა დასაშვებად მიიჩნია

კონკურენციის სააგენტოm, 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძანების შესაბამისად, “ჯიპისის” მიერ “ეი-ბი-სი ფარმაციiს” (ფარმადეპო) აქციათა 100%-ის შეძენას კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია. შესაბამისად, კომპანიების გაერთიანება დასაშვებია.

“ჯიპისიმ” და “ეი-ბი-სი ფარმამ” შესაბამისის განცხადებით კონკურენციის სააგეnტოს 22 ნოემბერს მიმართეს. სააგენტომ შეისწავლა მხარეების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია.

“სააგენტომ დაადგინა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს შერწყმის სუბიექტების წილების მნიშვნელოვანი ზრდის, ჯვარედინი თანამონაწილეობის გზით ერთმანეთის წილების ფლობის, ხელმძღვანელი პირების მიმოცვლისა და კონკურენტებისათვის ხელის შეშლის შესაძლებლობის ნიშნები. კონცენტრაციის მონაწილე პირთა მხრიდან არ ჰქონია ადგილი კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებსაც,” – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სამედიცინო კორპორაცია “ევექსის” ცნობით, ფარმაცევტულმა კომპანია „ჯიპისიმ” და ფარმაცევტულმა კომპანია „ეი-ბი-სი ფარმაციამ” (ფარმადეპო) ნასყიდობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და მარეგულირებელ ორგანოთა თანხმობის მოპოვებას ელოდნენ. ტრანზაქციების დასრულების შემდეგ კი გაერთიანდებიან.

მათივე ინფორმაციით, შერწყმის შედეგად წარმოქმნილ კომპანიას  სააქციო საზოგადოება „ქართული ფარმაცია“ (GEPHA) დაერქმევა, რომლის 67%-იანი წილის მფლობელი “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი” (GHG), ხოლო 33%-ის მფლობელი „ეი-ბი-სი ფარმაციის” არსებული ძირითადი აქციონერები იქნებიან.

სამედიცინო კორპორაცია “ევექსს” “საქართველოს ჯანდაცვს ჯგუფი” მართავს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ირაკლი გილაური. “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში”, თავის მხრივ, ინვესტიციას BGEO ჯგუფი ახორციელებს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს ასევე ირაკლი გილაური ხელმძღვანელობს. BGEO ჯგუფი ინვესტიციებს ასევე ახორციელებს “საქართველოს ბანკში”, “m2-ში”, “თელიან ველში” და ა.შ.

შპს „ეი-ბი-სი ფარმაციას” (ფარმადეპო) რეორგანიზაციამდე 81.6%-ს ენრიკო ბერიძე, ხოლო 14.4%-ს მიხეილ აბრამიძე ფლობდნენ. სააქციო საზოგადოებად რეორგანიზაციის შემდეგ (2016 წლის ნოემბრიდან) ეს პირები გენერალური და აღმასრულებელი დირექტორები გახდნენ. მათ ასევე შეინარჩუნეს ეს წილები კომპანიაში.

ფარმადეპოს პრესსამსახურში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამ კომპანიას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფლობს.

რაც შეეხება ფარმაცევტულ კომპანია “ჯიპისის“, ის 2016 წლიდან უკვე “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” წევრია.

მასალების გადაბეჭდვის წესი