ახალი ამბები

‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო’: ცესკოს ვებ-გვერდზე ყალბი შემაჯამებელი ოქმია

3 ოქტომბერი, 2012 •
‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო’: ცესკოს ვებ-გვერდზე ყალბი შემაჯამებელი ოქმია

აღნიშნულ განცხადებას ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო’ ავრცელებს.

‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს’ ხელთ არსებული ოქმის ასლი დამოწმებულია კომისიის ბეჭდითა და კომისიის მდივნის ხელმოწერით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ვარიანტში ასევე არ ფიქსირდება ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ხელმოწერები.

ორგანიზაციის ხელთ არსებული ოქმის მიხედვით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ბეჟაშვილს მიღებული აქვს 207 ხმა, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების” კანდიდატ გელა გელაშვილს – 377 ხმა. ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ოქმის მიხედვით კი, ლევან ბეჟჟაშვილს მიღებული აქვს 436, ხოლო გელა გელაშვილს– 146 ხმა.

‘საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ’ ჯერ კიდევ უშუალოდ კენჭისყრის მიმდინარეობის დროს მოითხოვა აღნიშნულ უბანზე კენჭისყრის პროცედურის შეწყვეტა და შედეგების გაბათილება. საარჩევნო უბანზე ბეჭდები თავიდანვე არასწორად განაწილდა. რეგისტრატორისა და კომისიის თავმჯდომარის ბეჭდები ერთმანეთში აირია და, შესაბამისად, შეცდომით იყენებდნენ. გარდა ამისა,  იმ მიზეზით, რომ ბეჭდის ნაკვეთური (რომელიც ბეჭედს უბნის გახსნისას უკეთდება და რომლის ასლიც სარეგისტრაციო ჟურნალში აისახება)  პატარა ზომისა იყო, დღის მეორე ნახევარში მოხდა მისი გადიდება, რის გამოც ბეჭდის ასლი აღარ შეესაბამებოდა სარეგისტრაციო ჟურნალში ასახულ ასლს. სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული საჩივარი არ დააკმაყოფილა.

 

ცესკოში კი აცხადებენ, რომ ეს არის ოფიციალურად შესული ოქმის შედეგი, რომელიც საიტზეა განთავსებული. ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს ინფორმაციას არ იცნობენ.  

მასალების გადაბეჭდვის წესი