ახალი ამბები

უსუფაშვილი: სანამ არ შეიკრიბება, ახალი პარლამენტი მთავრობის ფორმირებაზე საუბარი არ იქნება

3 ოქტომბერი, 2012 • 1012
უსუფაშვილი: სანამ არ შეიკრიბება, ახალი პარლამენტი მთავრობის ფორმირებაზე საუბარი არ იქნება

მისივე განცხადებით, იქამდე, სანამ არ შეიკრიბება ახალი პარლამენტი, მთავრობის ფორმირებაზე საუბარი არ იქნება.

“რაც შეეხება მთავრობის ფორმირების თემებს, ეს ჯერ ადრეა. 20 ოქტომბრამდე უნდა შეიკრიბოს პარლამენტი და ამის შემდეგ მოხდება არსებული მთავრობის შეცვლის პროცესი. ასე რომ, უახლოეს დღეებში არ იქნება განცხადებები მომავალ მთავრობასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

მან ასევე მოუწოდა ამჟამინდელ მინისტრებსა და საჯარო მოხელეებს, გააგრძელონ თავიანთი მოვალეობების შესრულება.

“დღევანდელი მდგომარეობით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, სახელმწიფო ორგანოების გამართულ მოქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მთავრობას და მივმართავ ყველას, მინისტრებს, საჯარო მოხელეებს, გააგრძელონ თავიანთი მოვალეობების შესრულება, სანამ არ იქნება მიღებული სათანადო გადაწყვეტილებები”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი