ახალი ამბები

თაქთაქიშვილი: ოლქებში, სადაც ‘ნაცმოძრაობა’ იმარჯვებს, ‘ოცნება’ ზეწოლას ახორციელებს

3 ოქტომბერი, 2012 •
თაქთაქიშვილი: ოლქებში, სადაც ‘ნაცმოძრაობა’ იმარჯვებს, ‘ოცნება’ ზეწოლას ახორციელებს

ჩიორა თაქთაქიშვილი
ჩიორა თაქთაქიშვილი

 

“ეს არის უხეში ჩარევა საარჩევნო კომისიის საქმიანოაბში, რომელიც ისჯება კანონით”, – აცხადებს თაქთაქიშვილი და იმ კონკრეტულ ოლქებს ასახელებს, სადაც, როგორც თავად ამბობს, “ოცნების” მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

 

ესენია: თეთრიწყაროს, მარტივილისა და ამბროლაურის ოლქები.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მარტვილში, სადაც უბნების 97,56%-ია დათვლილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს დავით ბეჟუაშვილს 47.89% აქვს მიღებული, ხოლო “ოცნების” კანდიდატს – შალვა ხაჭაპურიძეს – 46.49%.

 

“თეთრიწყაროს ოლქში პირადად სოზარ სუბარი უშლის ხელს სხდომის ჩატარებას და ახორციელებს ზეწოლას კომისიის წევრებზე და მას თან ახლავს 500-მდე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი,” – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

 

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიას, სადაც გვითხრეს, რომ ორი დღის განმავლობაში იყვნენ “ოცნების” აქტივისტები მათ ოფისთან მობილიზებული, თუმცა დღეის მდგომარეობით კომისია მშვიდ ვითარებაში აგრძელებს მუშაობას.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მარტვილის ოლქში, სადაც უბნების 100%-ია დათვლილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის ხმების 52.67% აქვს მიღებული, ხოლო “ოცნების” კანდიდატს მურთაზ ხურცილავას – 38.58%.

 

ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ამბროლაურის ოლქში “ოცნების” კანდიდატის შვილის მიერ ხორციელდება საოლქო კომისიაზე ზეწოლა.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამბროლაურის ოლქში, სადაც უბნების 97.3%-ია დათვლილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს – გოჩა ენუქიძეს მიღებული აქვს ხმების 48.62%, ხოლო “ოცნების” კანდიდატს დავით დარახველიძეს – 46.02%.

 

“ჩვენი ინფორმაციით, იგივე ზეწოლას ექნება ადგილი სიღნაღში”, – აცხადებს ჩიორა თაქთაქიშვილი.

 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სიღნაღში, სადაც უბნების 100%-ია დათვლილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს ლევან ბეჟაშვილს მიღებული აქვს ხმების 48.39%, ხოლო “ოცნების” კანდიდატს გელა გელაშვილს – 47.53%.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი