„მე არასდროს სიტყვა არ გამიტეხია და მივდივარ აქტიური პოლიტიკიდან”.
ასევე გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა ყველა ამომრჩეველს, ყველა მის თანაგუნდელს, რომელიც თითქმის 12 წლის მანძილზე მასთან ერთად ცდილობდნენ პოზიტიური ცვლილებები განეხორციელებინათ.
გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას აღმასრულებელი მდივანი რევაზ სოხაძე შეასრულებს.
„მე მჯერა, რომ პარტია საკუთარი საქმიანობით პოლიტიკაში თავის სიტყვას იტყვის“– განაცხადა გამყრელიძემ.
დავით გამყრელიძემ შეაფასა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და გამარჯვება მიულოცა ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია „ქართულ ოცნებას: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, რადგან არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება“.
მან წარმატება უსურვა გამარჯვებულ პარტიას და ლიდერს. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, რომ დაპირება თავისუფალი სასამართლოს, მედიის, ეკონომიკის და, რაც მთავარია, ნატოში ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში შესრულდება და ბატონი ბიძინა ივანიშვილი გაამართლებს იმ ნდობას, რაც მას საქართველოს მოქალაქეებმა გამოუცხადეს.
დავით გამყრელიძემ ასევე შეაფასა მიხეილ სააკაშვილის განცხადება ოპოზიციაში გადასვლასთან დაკავშირებთ: „მუდმივად ვიყავი სააკაშვილის გამკრიტიკებელი, თუმცა ეს განცხადება უნდა ჩაითვალოს მის ერთ–ერთ ყველაზე ღირსეულ გადაწყვეტილებად. დიდი პასუხისმგებლობაა „ნაციონალურ მოძრაობაზე,“ რომ გამარჯვებულ პარტიას ყავდეს ძლიერი ოპოზიცია, რომ ის არ დადგეს იმ საფრთხის წინაშე, რომ იყოს ერთპარტიული მმართველობა და ძლიერი ოპოზიციის ხელში ეს არ იქნება დაშვებული“.
შეგახსენებთ, რომ “ახალია მემარჯვენეები” 2001 წლის 15 ივნისს “ახლი ფრაქციის”, “ახალი მოძრაობის” და “ახალი კონსერვატორების” ბაზაზე შეიქმნა. ახალი პოლიტიკური ძალის თავმჯდომარედ ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეს, თანათავმჯდომარედ კი დავით გამყრელიძე.
2003 წელს, საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, “ახალმა მემარჯვენეებმა” 7%-იაინ ბარიერი გადალახეს და მანდატები მოიპოვეს. თუმცა 2 ნომბრის არჩევნების შედეგებს საპროტესტო აქციები და “ვარდების რევოლუცია” მოჰყვა, რომელსაც “ახლები” არ შეუერთდნენ. პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის მიუღებელია ქუჩის საშუალებით ხელისუფლების შეცვლა.
2 ნოემბრის არჩევნების შედეგები ბათილად სცნეს, 28 მარტს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, “ახლები” პარლამენტში შევიდნენ.
“ახალი მემარჯვენეები”, 2003 წლის მსგავსად, არც 2007 წლის საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ, რომელიც ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სკანდალურ განცხადებებსა და მის დაპატიმრებას მოჰყვა. თუმცა მოგვიანებით ქუჩის საპროტესტო აქციებზე ისინიც გავიდნენ.
2008 წელს საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთდ მოპოვებულ მანდატებზე “ახლებმა” უარი განაცხადეს. პარტიის ხელმძღვანელის დავით გამყრელიძის განცხადებით, თუ პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავდა, იგი პოლიტიკიდან წავიდოდა.