ახალი ამბები

ფოთის #23 და #21 უბნების შედეგები

2 ოქტომბერი, 2012 •
ფოთის #23 და #21 უბნების შედეგები

ფოთის #23 საარჩევნო უბანზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა კანდიდტმა ეკა ბესელიამ 491 ხმა მიიღო, ხოლო მმართველი პარტიის კანდიდატმა თენგიზ სარიშვილმა – 243 ხმა. პროპორციულ არჩევნებში კი მმართველმა პარტიამ 213 ხმა მიიღო, ხოლო კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” – 512 ხმა.

 

ამ უბანში 1292 ამომრჩეველი იყო სიაში რეგისტრირებული, არჩევნებზე კი 782 ამომრჩეველი მივიდა.

 

განსხვავებული შედეგები დაიდო ფოთის #21 საარჩევნო უბანზე, სადაც 19 ხმით მეტი მიიღო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარმა კანდიდატმა თენგიზ სარიშვილმა. ეკა ბესელიამ ამ უბანზე 308 ხმა მიიღო, სარიშვილმა – 327 ხმა. ამავე უბანში პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტიამ 8 ხმით მოუგო ქართულ ოცნებას. 310 ხმა აიღო ქართულმა ოცნება. ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ – 318 ხმა.

 

ფოთის 21-ე უბანზე 1472 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული და  ხმა მისცა 732 ამომრჩეველმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი