ახალი ამბები

ლენტეხის რამდენიმე უბანზე მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალა დაფიქსირდა

1 ოქტომბერი, 2012 • • 1139
ლენტეხის რამდენიმე უბანზე მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალა დაფიქსირდა

„ჩვენი სამოქალაქო ქსელის ინფორმაციით ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში დაფიქსირებულია ამომრჩევლების  მაღალი აქტივობა; შაბათ-კვირას სტუდენტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში მასიურად ბრუნდებოდნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად,“ – აცხადებენ არასამთვრობო ორგანიზაციაში. 

 

12 საათისთვის ცაგერში ქსელის მონიტორინგის ადგილებში რეგისტრაცია გაიარა ამომრჩევლების 33%-მა  ასოციაცია – საზოგადოება განვითარებისთვის“ ინფორმაციით  ( ქვემო ორბელის თემი) ამ დროისათვის კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 54%-მა.

 

ამ დროისთვის ლენტეხის (46-ე ოლქის) ნანარის მე-6-ე უბანზე არჩევნები ფაქტიურად დამთავრებულია  (125 ამომრჩევლიდან  ჯერ არ გამოცხადებულა 3).

 

ცაგერში კენჭისყრის დაწყებისათვის მხოლოდ  ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები აკვირდებოდნენ არჩევნებს, დამკვირვებლების ნაწილი ვერ შევიდა უბნებზე და ვერ შეძლო თავისი ფუნქციის შესრულება, რადგან რწმუნებები არ მოვიდა.

 

უცხოელი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე არ იმყოფებიან.

 

ლენტეხში,  დაფიქსირდა  შემთხვევა, როდესაც   ხმის მისაცემად ჩასული მოქალაქე (ჯაბა ჩანქსელიანი, ხელედის თემი) არ იყო აღრიცხული არც ძირითად და არც დამატებით სიებში და ხმის მიცემა ვერ მოახერხა.

 

„დილიდან უფრო ქალები აქტიურობენ, საარჩევნო უბნებზე რიგები დგას“ – აცხადებენ ასოციაცია – საზოგადოება განვითარებისთვის“ წარმომადგენლობაში.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია“ სამოქალაქო ქსელის“ ინფორმაციით ლენტეხში (კვლავ ხელედის თემში) იყო გაუგებრობა ქართველი დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებით, კერძოდ ერთი და იგივე ორგანიზაციიდან ორი დამკვირვებლის დაშვება გახდა პრობლემა, „ზედმეტი“ დამკვირვებელი უბანზე არ შეუშვეს, თუმცა ცსკო-დან დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ეს საკითხი დარეგულირდა.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ქსელის“ ინფორმაციით  ლენტეხში საარჩევნო პროცესს აკვირდებიან ეუთოს დამკვირვებლები (გერმანიიდან და შვეიცარიიდან 2 დამკვირვებელი)

 

ლენტეხში, ოპოზიციის მხარდამჭერები აწარმოებენ მონიტორინგს მობილური ტელეფონებით საარჩვენო უბნებზე. ლენტეხში  ჩოლურისა და ლაშხეთის თემებში  მე-9, მე-11, მე-12 და მე-13 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა სააგიტაციო  პლაკატები და  ფანჯრის რაფებსა და შესასვლელ კარზე მიწერილი ხუთიანები.

 

„ფოთში სამი უბანი გაიხსნა ნახევარ საათიანი დაგვიანებით, მე-11 უბანი შეფერხდა მარკირების აპარატის დაზიანების გამო. ჩვენივე ქსელის წევრი, რომელმაც არჩევნებამდე რამდენჯერმე გადაამოწმა საკუთარი თავი სიაში და იყო,  არჩევნების დღეს საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა“ – აცხადებენ ასოციაცია – საზოგადოება განვითარებისთვის“ წარმომადგენლობაში.

 

5530-ით ნაკლები ბიულეტენი შემოვიდა ფოთში, 33800 მაჟორიტარული და ამდენივე პროპორციული კენჭისყრისათვის. 12 საათისთვის 258  ამომრჩეველმა, ანუ საერთო რაოდენობიდან 27,9%-მა მისცა ხმა.

 

საოლქო კომისიაში შესულია 14 საჩივარი ძირითადად  პროცედურულ საკითხებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი