ახალი ამბები

აშშ-მა რაჭა-ლეჩხუმის კლინიკებს $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

14 სექტემბერი, 2023 • 1695
აშშ-მა რაჭა-ლეჩხუმის კლინიკებს  $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა

აშშ-მა რაჭა-ლეჩხუმის მხარის სამედიცინო კლინიკებს 30 000 დოლარამდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

„ვაგრძელებთ საქართველოს დახმარებას საგანგებო სიტუაციებისას მზადყოფნისა და რეაგირების გაზრდისთვის. წლების განმავლობაში ეს დახმარება მოიცავდა როგორც საჭირო აღჭურვილობის გადაცემას, ასევე, შესაბამის სწავლებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.

ამ კვირაში რაჭა-ლეჩხუმის მხარის სამედიცინო კლინიკებს ცაგერში, ლენტეხში, ამბროლაურსა და ონში $30 000-მდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით.
ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული დახმარება ხელს შეუწყობს ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრს პაციენტთა მართვის პროცესში და გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანდაცვის სერვისებს“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი