საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთი საათის წინ მყოფებოდა ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის” შტაბში. მისი ვიზიტის გამო, მცირე ხნით შეფერხდა მოძრაობა მემედ აბაშიძის გამზირზე, სადაც ნაცმოძრაობის შტაბია.
ამის შემდეგ სააკაშვილი სოფელ შარაბიძეების საჯარო სკოლაში გახსნილ საარჩევნო უბანთან გამოჩნდა, სადაც ამჟამად „ბათუმელების” კორესპოდენტი იმყოფება. სააკაშვილი საარჩევნო უბანზე არ შესულა, იგი მცირე ხნით დაყოვნდა ეზოში და განაცხადა, რომ მან დღეს მთელი საქართველო მოიარა.
ეზოში შეკრებილი ბავშვები პრეზიდენტის სახელს სკანდირებდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები ბავშვებს მითითებებს აძლევდნენ, რომ პრეზიდენტი ტაშით გაეცილებინათ.
