ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა ამ დროისთვის შედარებით დაბალია. “ნეტგაზეთის” რეპორტიორმა მცირე ინციდენტი დააფიქსირა #90 უბანზე, სადაც კომისია ელოდა, რომ პირველი ამომრჩეველი მმართველი პარტიის მხარდამჭერი იქნებოდა, თუმცა ის სხვა პარტიის წარმომადგენელი აღმოჩნდა.
#83 უბანზე იყო საარჩევნო კაბინაში ერთდროულად ორი ადამიანი იყო შესული, მაშინ, როცა მასში მხოლოდ ერთი ადამიანი უნდა იმყოფებოდეს.
არჩევნები ექსცსების გარეშე დაიწყო დილიდან ხობში, სადაც 9:00 საათისთვის ამომრჩევლების დაახლოებით 7 პროცენტი იყო უკვე მისული. თუკი წინა არჩევნებზე, ძირითადად, გამგეობის თანამშრომლებს გადაჰყავდა ამომრჩევლები, ამჯერად ისინი საკუთარი ინიციატივით მიდიიოდნენ საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად.