ნინო ლომჯარიას თქმით, 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობაა თბილისში, სადაც ფიქსირდება რიგები, თუმცა უბნებზე ქაოსი არ არის.
“სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებს მთელი საქართველოს მასშტაბით, 13 საჩივარი აქვთ დაწერილი, რომელიც შეეხება დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვას საარჩევნო პროცესზე და წილისყრის არ ჩატარებას, თუმცა, მისივე თქმით, ამ დროისთვის დამკვირვებლებს მოუგვარდათ პრობლემები, რომელიც ეხებოდა კომისის თავმჯდომარის მიერ მათთვის ადგილის განსაზღვრას და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას უბანზე.
ლომჯარიას თქმით, გლდანის ოლქის #53 უბანზე, კენჭისყრის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა მასობროვად, რომ არ ამოწმებდნენ ამომრჩეველს მარკირებას, რაც საქმეში კომისიის თავმჯდორის ჩარევის შემდეგ აღმოიფხვრა.