აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროპის სადამკვირვებლო დელეგაციების ხელმძღვანელთა განცხადებაში.
“ევროპარლამენტი და ეუთოს, ევროპის საბჭოს, ნატოს საპარლამენტო დელეგაციების ხელმძღვანელები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ მოთამაშესა და პოლიტიკურ ლიდერს გამოიყენონ დარჩენილი წინასაარჩევნო საათები მათი საარჩევნო პოლიტიკური კამპანიის პლატფორმების მხარდასაჭერად და გამოიჩინონ თავშეკავება, უარი თქვან ძალადობაზე და არ აყვნენე პროვოკაციას.
ჩვენ გვჯერა, რომ ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს თავიანთი სამოქალაქო და დემოკრატიული უფლებების გამოვლენა და აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები მშვიდობიან ატმოსფეროში. პოლიტიკური ლიდერები უნდა იყვნენ არჩეულები საარჩევნო ყუთთან და არა ქუჩებში “, – ნათქვმია საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელთა, კერძოდ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ხელმძღვნელის ტონინო პიცულას, ევროპის საბჭოს საპარლამნეტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელის, ლუკა ვოლონტეს, ნატოს დელეგაციის ხელმძღვანელის ასენ აგოვისა და ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელის მილან კაბრნოკის ერთობლივ განცხადებაში.
