ახალი ამბები

არეულობა ქუთაისის თეატრთან [Video]

27 სექტემბერი, 2012 • • 1113
არეულობა ქუთაისის თეატრთან [Video]

ქუთაისში თეატრალური სეზონი დღეს, 19:00 საათზე სპექტკლ “ბამბაზიის სამოთხით” უნდა გახსნილიყო, სოხუმის დაცემის 19 წლისთავთან დაკავშირებით. 

 

სპექტაკლის დაწყებამდე თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” აქტივისტები მივიდნენ, რომლებიც არიგებდნენ წიგნებს – “ბიძინა ივანიშვილი: საქმით ნათქვამი”. 

 

სპექტაკლის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აუდიტორიიდან პროტესტის ნიშნად სცენაზე ცოცხების შეყრა იგეგმებოდა. ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მთავარი შესასვლელი ამ დრომდე დაკეტილია. მესხიშვილის თეატრის მმართველი – გიორგი სიხარულიძე ქუთაისის საკრებულოს წევრია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი