BBC-ის ცნობით, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თურქეთის პოლიციის თანამშრომელი იყო. “ალ ჯაზირას” ცნობით, იგი მოკლულია.
იმის შესახებ, რომ ეჭვმიტანილი პოლიციის თანამშრომელი იყო, “ტვიტერზე” ქალაქ ანკარას მერმა დაადასტურა:
SALDIRGAN POLİS…
VE ALDIĞIM DUYUMLARA GÖRE FETOCU…
SALDIRGANIN SLOGANLARI SADECE ALGI YÖNETİMİ…— İbrahim Melih Gökçek (@06melihgokcek) December 19, 2016
ფოტოჟურნალისტმა დიეგო კუპოლომ გაავრცელა ID ბარათის ფოტო, საიდანაც ირკვევა, რომ ეჭვმიტანილი იყო თურქეთის პოლიციის ოფიცერი, მერტ ალტინტასი.
Assassin of Russian ambassador Andrei Karlov reported to be Turkish police officer, Mert Altintas. #Ankara#Turkey#Russiapic.twitter.com/oiD85P2iOs
— Diego Cupolo (@DiegoCupolo) December 19, 2016
BBC -ის ინფორმაციით, მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით უკვე შედგა სატელეფონო საუბარი თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის.
დღეს, 19 დეკემბერს, თურქეთში, ქალაქ ანკარაში, რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი მოკლეს. გავრცელებულ ვიდეოში, რომელიც მკვლელობას ასახავს, ეჭვმიტანილი გასროლის შემდეგ ყვირის: “არ დაგავიწყდეთ ალეპო, არ დაგავიწყდეთ სირია, ალაჰ აკბარ”.
რუსეთი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა. რუსეთის დარტყმები ეხმარება სირიის ჯარებს, რომ დაძლიოს მეამბოხეების წინააღმდეგობა. გასულ კვირას სირიის ჯარებმა რუსეთის დახმარებით ქალაქი ალეპო აიღეს.
“ალ ჯაზირა” წერს, რომ ორმხრივი სროლისას თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.