ახალი ამბები

თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს

19 დეკემბერი, 2016 • 3432
თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლეს

თურქეთში რუსეთის ელჩი, ანდრეი კარლოვი, რომელსაც დღეს, 19 დეკემბერს, საღამოს უცნობმა პირმა ესროლა, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თავდამხსმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

ელჩს ხელოვნების გალერეაში გამოფენაზე “თურქების თვალით დანახული რუსეთი” ვიზიტისას ესროლეს. კარლოვი სიტყვით გამოდიოდა, როდესაც მისი მიმართულებით სროლა განხორციელდა.

“ტვიტერზე” ვრცედება ვიდეო და ფოტოები, სადაც ჩანს, სავარაუდოდ, ის პირი, ვინც ანდრეი კარლოვს უკნიდან რამდენჯერმე ესვრის.

გავრცელებულ ვიდეოში მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი გასროლის შემდგ ყვირის: “არ დაგავიწყდეთ ალეპო, არ დაგავიწყდეთ სირია, ალაჰ აკბარ”.

რუსეთი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა. რუსეთის დარტყმები ეხმარება სირიის ჯარებს, რომ დაძლიოს მეამბოხეების წინააღმდეგობა. გასულ კვირას სირიის ჯარებმა რუსეთის დახმარებით ქალაქი ალეპო აიღეს.

ამ ეტაპზე, ეჭვმიტანილის ვინაობა უცნობია.  “ალ ჯაზირა” წერს, რომ ორმხრივი სროლისას თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

This photo from AP shows the attacker, now dead, who shot the Russian ambassador to Turkey Andrey Karlov. https://t.co/Rpa1wQb8lm pic.twitter.com/yikKzosNI7

 

მასალების გადაბეჭდვის წესი