“დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ბადრი პატარკაციშვილის სახლში განხორციელებული ფარული ჩანაწერი, სადაც ჩემი და ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრა არის ასახული. რამდენადაც მახსოვს, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, სადაც მე საქართველოს ხელისუფლების სახელით გამოვთქვი შეშფოთება, რომ პატარკაციშვილი ხელისუფლებისგან განსაკუთრებული პრივილეგიების მიღებაზე უარის შემდგომ, ცდილობდა, ყველა ფორმით და მის ხელთ არსებული საშუალებებით, ებრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. მე გავაფრთხილე ის, რომ ეს რუსული თამაშის ნაწილი იყო. ამ შეხვედრის შემდეგ კონფლიქტი უკვე საჯაროდ მიმდინარეობდა. მე დღესაც მიმაჩნია და ვიბრძვი, რომ ოლიგარქებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მიცემა დაუშვებელია. დღეს საქართვლო იგივე გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთთან ორკესტრირებული ოლიგარქი კვლავ ცდილობს საქართველოს დაპატრონებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ გამოწვევასაც ღირსეულად გადაიტანს და ოლიგარქებს არ მისცემს საშუალებას, საქართველო წარსულში დააბრუნონ”, – განაცხადა უგულავამ.
უგულავა: ოლიგარქებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მიცემა დაუშვებელია
ასევე:
-
რეკომენდაციები საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარისხის ასამაღლებლად
-
დავით ჯანდიერი: პროკურატურა მზადაა თავი შეიკავოს არჩევნებში ჩართული პირების დაბარებისგან
-
უწყებათაშორისი კომისია შეშფოთებულია ოპოზიციის აქტივისტთა დაკითხვაზე დაბარების გამო
-
“უფასო” მშობიარობას 37 მილიონზე მეტი ლარი დასჭირდება
-
12.11.2026
კობახიძის თქმით, საქართველოსა და უკრაინაში სამი ომის აცილება შესაძლებელი იყო
-
11.11.2026
დვალიშვილის თქმით, ნურმაგომედოვი და მისი გუნდი თავს დაესხნენ
-
11.11.2026
“თუ ასე გაგრძელდა, ამ ქვეყანაში ცხოვრება აუტანელი გახდება” — ინტერვიუ ვახტანგ ხმალაძესთან
-
11.11.2026
დიდუბეში ორი ადამიანი მოკლეს
-
11.11.2026
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება
-
11.11.2026
სვანეთის მიტროპოლიტი ხელისუფლებას აკრიტიკებს და იობის ქადაგებას უერთდება
