“დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ბადრი პატარკაციშვილის სახლში განხორციელებული ფარული ჩანაწერი, სადაც ჩემი და ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრა არის ასახული. რამდენადაც მახსოვს, ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა, სადაც მე საქართველოს ხელისუფლების სახელით გამოვთქვი შეშფოთება, რომ პატარკაციშვილი ხელისუფლებისგან განსაკუთრებული პრივილეგიების მიღებაზე უარის შემდგომ, ცდილობდა, ყველა ფორმით და მის ხელთ არსებული საშუალებებით, ებრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. მე გავაფრთხილე ის, რომ ეს რუსული თამაშის ნაწილი იყო. ამ შეხვედრის შემდეგ კონფლიქტი უკვე საჯაროდ მიმდინარეობდა. მე დღესაც მიმაჩნია და ვიბრძვი, რომ ოლიგარქებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მიცემა დაუშვებელია. დღეს საქართვლო იგივე გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთთან ორკესტრირებული ოლიგარქი კვლავ ცდილობს საქართველოს დაპატრონებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამ გამოწვევასაც ღირსეულად გადაიტანს და ოლიგარქებს არ მისცემს საშუალებას, საქართველო წარსულში დააბრუნონ”, – განაცხადა უგულავამ.
უგულავა: ოლიგარქებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მიცემა დაუშვებელია

ასევე:
-
რეკომენდაციები საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარისხის ასამაღლებლად -
დავით ჯანდიერი: პროკურატურა მზადაა თავი შეიკავოს არჩევნებში ჩართული პირების დაბარებისგან -
უწყებათაშორისი კომისია შეშფოთებულია ოპოზიციის აქტივისტთა დაკითხვაზე დაბარების გამო -
“უფასო” მშობიარობას 37 მილიონზე მეტი ლარი დასჭირდება
-
27.11.2026 მოემზადე შავი პარასკევისთვის და ისარგებლე „კრედო ბანკის“ შეთავაზებებით -
27.11.2026 სულხან თამაზაშვილი ცდილობს ახსნას, რატომ დაიჭირეს მზია ამაღლობელი და რატომ გაუშვეს “ბეშიქთაშის” ქომაგები -
27.11.2026 ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბიზნესმენის განაჩენი შეიცვალა და 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა -
27.11.2026 “ოცნების” ყოფილი ლიდერი მმართველ გუნდს კრიტიკული კითხვებით მიმართავს ბათუმის ინციდენტის გამო -
27.11.2026 შსს არ ამხელს, გაათავისუფლეს თუ არა თურქი ფანები -
27.11.2026 UEFA: პოლიცია ჩაერია თავად „ბეშიქთაშის“ ფანებს შორის შეტაკებების გასანეიტრალებლად