ახალი ამბებიტექნოლოგიები

Papito და NBA Vote – რას ეძებდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად გუგლში 2016 წელს

30 დეკემბერი, 2016 • 11881
Papito და NBA Vote – რას ეძებდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად გუგლში 2016 წელს

ანიმაციური ფილმი “ზუტოპია”, თამაში “სლიზერი”, საკალთბურთო კლუბი “დალას მავერიკსი”, თურქული სერიალი “უსასრულო სიყვარული” (Kara Sevda), სოხუმი, ავიაკომპანია “ვიზეარი”, კრედიტი, ტაქსი – ეს ის ძირითადი თემებია, რომლებსაც გუგლის ანალიტიკური სისტემის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად ეძებდნენ მომხმარებლები საქართველოდან.

თემების შესახებ ინფორმაცია ლაივ რეჟიმში განახლდება. ამ დროისათვის [19 დეკემბერი, 14:00 სთ] პირველი 25 თემა ასე გადანაწილდა:

თუ ანალიტიკური სისტემის მონაცემებს საძიებო სიტყვის მიხედვით გავფილტრავთ, ვნახავთ, რომ 2016 წელს პირველ ადგილზე სიმღერა “Papito chocolata” მოხვდა, რომლის ძიების სიხშირეც 3000%-ზეც მეტითაა გაზრდილი. მას მოჰყვება სერიალი “ხელოვნული სუნთქვა”. ასევე გასული წლის გამოკვეთილი ტრენდი იყო NBA Vote ხმის მიცემის კამპანია. პოპულარულია ასევე სოციალური ქსელი “ადნაკლასნიკი” – მასზე ინფორმაციას მისაღებად ხშირად ეძებენ საქართველოში.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, 2016 წლის ყველაზე ხშირად ეძებდნენ ინფორმაციას Pockemon Go-ს, iPhone 7-ის, დონალ ტრამპის, ბრექსიტის, ორლანდოს ტერაქტის, ზიკას ვირუსის, დევიდ ბოუვის, პრინცისა და “დედპულის” შესახებ. ყველა კატეგორიის მიხედვით ინფორმაციას შესაძლოა გაეცნოთ ბმულზე.

ასევე ნახეთ გუგლის მიერ მომზადებული ვიდეო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ:

გუგლის ტრენდებზე დაყრდნობით შესაძლებელია საძიებო სისტემაში ნებისმიერი ქვეყნიდან ყველაზე ხშირად მოძებნილი თემების, საკვანძო სიტყვებისა და მათი სიხშირის შესახებ ინფორმაციის მიღება. ქართული ანბანით დაწერილი სიტყვებით ძიების შემთხვევაში სისტემას ინფორმაციის იდენტიფიცირება უჭირს, ამიტომ ძირითადად ლათინური ფონტით დაგროვილ მონაცემებს ინახავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი