ახალი ამბები

არჩევნებისთვის საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 22 კაციანი დელეგაცია ეწვევა

26 სექტემბერი, 2012 •
არჩევნებისთვის საქართველოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 22 კაციანი დელეგაცია ეწვევა

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს ოფიცილურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“ისინი არჩევნებს აკვირდებიან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ევრო პარლამენტის, ნატო–ს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებთან ერთად.

არჩევნებამდე დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდებიან პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების წევრებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ამომრჩეველთა სიის გადამოწმების კომისიის თავმჯდომარესა და სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

2 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია არჩევნების შედეგებზე პრესკონფერენციას გამართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი