ახალი ამბები

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს პატიმარ კიკნაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით

24 სექტემბერი, 2012 • 998
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს პატიმარ კიკნაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით

ადვოკატის განცხადებით, სავადმყოფოში მისულებს პატიმარი იქ არ დახვდათ.

 

“ღუდუშაურის საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი და თავის ტომოგრაფია და ღვიძლზე ექოსკოპია გაუკეთეს, გოდერძი კიკნაძე დედას ესაუბრა და დაუდასტურა, რომ ისევ რუსთავის #6 საპყრობილეშია,” – აღნიშნა ადვოკატმა.

 

გოდერძი კიკნაძესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ტატა ხუნწარიამ წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაიწყოს გამოძიება რუსთავის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძის მიერ ახსნა-განმარტებაში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით.   

 

შეგახსენებთ, რომ გოდერძი კიკნაძის დედამ ადამიანის უფლებათა ცენტრს აცნობა, რომ 19 სექტემბერს, გვიან ღამით, მის შვილს საკანში შეუვარდნენ საპატიმროს თანამშრომლები და სასტიკად სცემეს. ამის შესახებ პატიმრის მშობელს საპატიმროდან უცნობმა პირებმა ტელეფონით აცნობეს. 

 

2012 წლის 22 სექტემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს  რუსთავის N6 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული გოდერძი კიკნაძე და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს. მსჯავრდებული საუბრობს N6 დაწესებულებაში მის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის თაობაზე. გოდერძი კიკნაძის განცხადებით, მან შიმშილობა მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტის მოთხოვნით 19 სექტემბერს დაიწყო. დღეისათვის მსჯავრდებული მოითხოვს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომელსაც ჩვენებას მისცემს ზამოააღნიშნულ საქმეზე.

მონახულების მომენტისთვის მსჯავრდებულს დაზიანებები აღენიშნებოდა. 21 სექტემბერს, მსჯავრდებულის ბარათში გაკეთებული ნევროპათოლოგიის კონსულტაციის ჩანაწერის მიხედვით, მას აღენიშნება მსუქბუქი ხასიათის თავის ტვინის შერყევა.

 

სახალხო დამცველის აპარატმა მის ხელთ არსებული მასალა მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი