ახალი ამბები

ქუმსიშვილს “ტანში აჟრიალებს”, როცა იხსენებს, როგორ ამოიღო სუვენირების გამყიდველმა ფულის ბღუჯა ხურდის დასაბრუნებლად

13 დეკემბერი, 2016 • 6054
ქუმსიშვილს “ტანში აჟრიალებს”, როცა იხსენებს, როგორ ამოიღო სუვენირების გამყიდველმა ფულის ბღუჯა ხურდის დასაბრუნებლად

ფინანასთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ახლაც “ტანში აჟრიალებს”, როდესაც ახსენდება, როგორ ამოიღო სვანეთში სუვენირების გამყიდველმა მისთვის ხურდის დასაბრუნებლად ფულის ბღუჯა. ამის შესახებ ქუმსიშვილმა პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის ფრაქციასთან შეხვედრაზე ტურიზმზე საუბრისას განაცხადა:

“ტურიზმთან მიმართებაში ძალიან ბევრი შემიძლია გესაუბროთ. 2 მილიარდ 100 მილიონს აგენერირებს დღეს ტურიზმი. მე ავედი უშგულში და იქ ყველა სახლს აწერია გესტჰაუსი, სასტუმრო. ბავშვებისთვის  სუვენირების შეძენა მოვინდომე, ამოვიღე ჯიბიდან ფული და ძალიან გამიხარდა, იცით რა? როდესაც მე ქალბატონს 100-ლარიანი გავუწოდე იმისათვის, რომ რაღაც მეყიდა, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა, ფულის ბღუჯა ამოიღო. ახლაც ტანში მაჟრიალებს, რადგან სიამოვნებისგან კინაღამ დავკოცნე ის ქალი, ეს არის ტურიზმის გავლენა”, – თქვა ქუმსიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი