ახალი ამბები

ქუმსიშვილის შვილი ადმინისტრაციული სახდელით გაათავისუფლეს, ჩხუბზე გამოძიება გრძელდება

19 აგვისტო, 2019 • 1147
ქუმსიშვილის შვილი ადმინისტრაციული სახდელით გაათავისუფლეს, ჩხუბზე გამოძიება გრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს “ღვინის ქარხანა გალერეაში” მომხდარ ჩხუბზე, რომელშიც, სავარაუდოდ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ფიგურირებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან “ღვინის ქარხანა გალერიაშ” მოხდა ჩხუბი და გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-ს და 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველების მიერ დაკავებული ორივე ახალგაზრდა მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი