ახალი ამბები

ქუმსიშვილი ლევან ყიფიანის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

27 სექტემბერი, 2018 • 2843
ქუმსიშვილი ლევან ყიფიანის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი პროკურატურას მიმართავს, სპორტის ყოფილი მინისტრ ლევან ყიფიანთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატის, დიმიტრი გაბუნიას თქმით, მთავარი პროკურატურისგან კატეგიურიულად მოითხივენ, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყიფიანის მიმართ სამართლებრივი დევნა. ადვოკატი განმარტავს, რომ ყიფიანის მიმართ გამოძიების დაწყება იმ სამართლებრივი ბრძოლის ნაწილია, რომელსაც ქუმსიშვილი აპირებს.

ყოფილი მინისტრი ყიფინის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას გავრცელებული ჩანაწერების გამო ითხოვს. ტელეკომპანია “იბერიის” მფლობელ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებით აუდიოჩანაწერი რუსთავი 2-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი კომპანიისგან მანქანებსა და თანხას ითხოვს.

“თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდა, დიმიტრი ქუმსიშვილი მზად არის ხვალვე გამოცხადდეს პროკურატურაში და მისცეს შესაბამისი ჩვენება. ქუმსიშვილი ამ ფაქტს ემიჯნება”, – აცხადებს ქუმსიშვილის ადვოკატი.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული ჯერ არ არის, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი ფინანსთა მინისტრისთვის ითხოვს  სამ ავტომობილს-  მინი კუპერს, X4-სა და X5-ს. ჩანაწერში ნახსენებია ფინანსთა ორი ყოფილი მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და ნოდარ ხადური. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი  ავტომობილებს ითხოვს დიმიტრი ქუმსიშვილისთვისა და ნოდარ ხადურისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილის აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია მისი სახელის გამოყენება თანხისა და მანქანების უკანონო გამოძალვასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან კავშირს ნოდარ ხადურიც უარყოფს.

პროკურატურას გამოძიება მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე აქვს დაწყებული, სადაც, სავარაუდოდ, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი საუბრობენ.  გასაჯაროებულ საუბარში, სავარაუდოდ, ყიფიანი ამბობს, რომ “იბერია” “რუსთავი 2″-ზე უარესია. ჩანაწერში ასევე ისმის ფრაზა “პრობლემებში ტელევიზიის გაცვლაზე”. აუდიოჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

ყიფიანი ტელეკომპანია “იბერიის” საქმეზე მის მიმართ არსებულ ბრალდებებს ბოდვებს უწოდებს. “ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ვითანამშრომლებთ მომავალში. ყველაფერს დაადგენს გამოძიება. ის, რაც ხდება, არის აბსოლუტური ბოდვა და ვემიჯნები,” -აცხადებს ყოფილი მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი